პოლიტიკა
ენმ კახა კალაძეს ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერს, კახა კალაძეს დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
ენმ-ს წევრ, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კახა კალაძე ბიუჯეტის ხარჯით ვიზიტად ლუქსემბურგში, მილანსა და ვარშავაში ორ პირთან ერთად იმყოფებოდა.
ვიზიტის ოფიციალური მოტივი ინვესტორთან შეხვედრა იყო, თუმცა როგორც ხაბეიშვილი ამბობს, დეტალები ცნობილი არ არის.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ამ ვიზიტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარი დაიხარჯა.
,,კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს წარმოდგენილი, რომელზეც არის კალაძის ხელმოწერა და არის ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ ის მილანში იყო პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრაზე. ჩამოსვლის შემდეგაც კი, ბურუსითაა მოცული ის, თუ ვინ იყო პოტენციური ინვესტორი. დოკუმენტაციაში ამაზე არაფერი წერია. სავარაუდოდ, კალაძე პოტენციურ ინვესტირად განიხილავს იმ დალაქს, რომელმაც შეჭრა საბოლოო ჯამში ნანეტი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
კახა კალაძე ბრალდებებს არასერიოზულს უწოდებს.
,,სასაცილოა, ანუ გამოდის, ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, ბილეთებში დავხარჯე, წავედი მილანში, იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში და ამაში ქალაქის ბიუჯეტის თანხები დავხარჯა. მერე თმებიც შევიჭერი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბრალდებების საპასუხოდ თბილისის მერმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


