პოლიტიკა
ენმ ითხოვს „RMG Gold`-ისა და „ამბრელა ენტერფრაიზის“ საქმიანობა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს მიმართავს.
ოპოზიციური პარტია ითხოვს „RMG Gold"-ისა და „ამბრელა ენტერფრაიზის“ საქმიანობა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კომპანიასთან ინტერესი კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს.
„ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი, როდესაც ერთი ხელით კახა კუჭავა წერს კანონებს, რომელიც თითქოს და გარემოს დაცვას უნდა ემსახურებოდეს, ხოლო მეორე ხელით იღებს პირადად ფინანსურ ბენეფიტს იმ საქმიანობისგან, რომელსაც ახორციელებს "RMG Gold" ბოლნისი-დმანისის მუნიციპალიტეტში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ან მიეცეს დაუყოვნებლივ მსვლელობა საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც ერთიანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა რამდენიმე კვირის წინ. და თუ არ არსებობს ამის პოლიტიკური ნება მაშინ კომიტეტის ფარგლებში შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს იმ ძალიან ბევრ კითხვას რაც არსებობს ამასტან დაკავშირებით,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


