სამართალი
ენმ-ის გუშინდელ აქციაზე დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო
თბილისის საკრებულოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებული სამი პირის: სოსო გურულის, ზურაბ ბერიაშვილისა და პაატა დევიძის სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო, ზემოთ ჩამოთვლილები კი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლემ სხდომა დაკავებულების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის მოტივით გადადო.
გათავისუფლებულების თქმით, პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა. ზურაბ ბერიაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„გუჯა ჯღარკავამ და სუს-მა დამაკავა. პოლიციის ზოგიერთი თანამშრომელი იქცეოდა გამომწვევად, ისინი აქციის მონაწილეებს აგინებდნენ. დაკავების დროს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს", - განაცხადა ზურაბ ბერიაშვილმა.
გუშინდელ აქციაზე სულ 8 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საკრებულოში განიხილავდნენ თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან მდებარე მიწის ნაკვეთების პრივატიზების საკითხს. სხდომის პარალელურად, ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა, სადაც სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ტერიტორიაზე იყო მობილიზებული ასობით პოლიციელი და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


