პოლიტიკა
ენმ დევნილთა სამინისტროს ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების დაკანონების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს
”ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ბარამიას ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილებისთვის ბინების დაკანონების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
როგორც ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრო "ქართული ოცნების" შტაბის თხოვნით აჭიანურებს პროცესს, რათა იქ მცხოვრებმა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.
"ეს ადამიანები არიან სხვადასხვა რაიონებსა და სოფლებში მიწერილები, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ იქ წასვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მათი უმრავლესობა არის ჩვენი მხარდამჭერი და სწორედ ამიტომ ჭიანურდება ეს პროცესი", - აცხადებს წითლიძე.
თავის მხრივ, დევნილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილაჩავა ამბობს, რომ პროცესი ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხდა, თუმცა ორი თვის განმავლობაში 144-ვე დევნილ ოჯახს ბინები დაუკანონდებათ.
მისივე განმარტებით, მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეები არჩევნებში დამატებითი სიების საშუალებით შეძლებენ მონაწილეობას.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


