პოლიტიკა
ენმ ბიბილოვისადმი გაკეთებული განცხადების გამო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის გათავისუფლებას ითხოვს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერის მიერ ბიბილოვის მისამართით გაკეთებული განცხადებას ეხმაურება და მის გათავისუფლებას ითხოვს.
„მედიანიუსი“ ენმ-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკიდურესად შეშფოთებულია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო.
ზალბერმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელ ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული დიპლომატი ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადებას აკეთებს. თუმცა, მისი ყველა განცხადება, დღემდე რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ.
მიგვაჩნია, რომ მისი განცხადებები უხეშად ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის ოფიციალური პოზიციისაგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ უჭერს მხარს. შესაბამისად, აღნიშნული დიპლომატის მიერ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში საქმიანობის გაგრძელება, პირდაპირ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებს.
მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მოითხოვოს ზალბერის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და აღკვეთოს მისთვის მანდატის გაგრძელება.
მიგვაჩნია, რომ გერმანელი დიპლომატის მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომლის შედეგადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ანექსიის პროცესის საკითხი მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასიური დიპლომატიური პოლიტიკის შედეგად გახდა შესაძლებელი ევროპელი დიპლომატის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და მას ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


