პოლიტიკა
ენმ აფხაზეთის რეგიონალურ ორგანიზაციას აფუძნებს
„ნაციონალური მოძრაობა“ აფხაზეთის რეგიონალურ ორგანიზაციას აფუძნებს.
პარტიაში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის მთავარი მიზანი დევნილთა უფლებებზე მუშაობა, დევნილების უფლებების დაცვა და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა იქნება.
ორგანიზაციის სადამფუძნებლო კონფერენციაზე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბესო შენგელია დასახელდა.
„პარტიაში ძალიან ბევრი დევნილია გაერთიანებული სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილნი. ცალსახად ვაცხადებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულებლად საქართველოში. ჩვენ ვიზრუნებთ, დავიცავთ დევნილთა უფლებებს და ვაცხადებთ, რომ დამოუკიდებლობა აფხაზეთის გარეშე კოჭლია და ვიბრძოლებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისთვის", - განაცხადა ბესო შენგელიამ.
დღესვე დაფუძნდა ორგანიზაციის პოლიტსაბჭო. კონფერენციას ესწრებოდნენ პარტიის რეგიონული ოფისების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე სკაიპის საშუალებით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც სიტყვით მიმართა ნაციონალური მოძრაობის წევრებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


