პოლიტიკა
ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო, სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, შეარჩიოს თანამშრომლები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი; წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2013-დან დღემდე იკავებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


