უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მარტი, 2018 15:10
font-size

„ენერგო პრო ჯორჯიას“ პასუხისმგებლობა არ იკვეთება - „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი გუდაურის საბაგიროზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელის, სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარ ინციდენტში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პასუხისმგებლობა არ იკვეთება.

„ „ენერგო -პრო ჯორჯიას“ მის ქსელში ძაბვის ვარდნა არ ჰქონია, ეს არის ჩვენი ქსელი, ჩვენი ტრანსფორმატორი და იქ იყო ძაბვის ვარდნა, ამიტომ, ჩემი აზრით, მის ქსელში როცა არ იყო, მისი პასუხისმგებლობა არ იკვეთება“,-თქვა ონოფრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გუდაურში მომხდარის გამო ოპერატორს შეუჩერდა უფლებამოსილება. თანამდებობები დატოვეს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ უფროსის მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა.

„ასევე ჩემმა მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტეს, რომ მათ აქვთ ის მორალური პასუხისმგებლობა, როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ დროებით შეუჩერდეთ უფლებამოსილება. განცხადება დაწერილია. ეს მათი ინიციატივაა და არა კომპანიის. რა მოხდა ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.

ონოფრიშვილის მტკიცებით, კომპანიის თანამშრომლების გადამზადება სისტემატურად ხდება.

„30-მდე თანამშრომელმა თავად „დოპელმაიერის “ სათავო ოფისში გაიარა მომზადება. წელიწადში რამდენჯერმე ავსტრიელი და ფრანგი ტრენერები ჩამოდიან, რომლებიც თანამშრომლებს შესაბამის ტრენინგებს უტარებენ“, -თქვა ონოფრიშვილმა.

16 მარტს გუდაურის სათხილამურო ტრასაზე საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რომლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი