სამართალი
ემზარ კვიციანი პარლამენტში „მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორი გახდა
„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს „მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილების ინიციატივით გამოვიდა.
ამის შესახებ ტომარაძემ „პარტიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში“ გვაქვს სურვილი, რომ შევიდეს ცვლილებები. კერძოდ, პირველი ცვლილება ეს არის, რომ უცხოელი მოქალაქეებისთვის გამკაცრდეს საქართელოში მოქალაქეობის მიღება. არსებული 5-წლიანი ცხოვრების ვადა შეიცვალოს 10 წლით. მეორე საკითხი, ეთნიკურად ქართველებს შეეხება, რომლებსაც აქვთ ქართული გვარი, თავს ქართველებად თვლიან, იციან ქართული ენა და საქართველოს ისტორია , ამ ხალხს გამარტივებული წესით მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა“,-განმარტა ტომარაძემ.
ტომარაძემ ემზარ კვიციანს მადლობა გადაუხადა, რომ პოლიტკოსმა სურვილი გამოთქვა იყოს პარლამენტში აღნიშნული კანონის ინიციაიტორი.
თავის მხრივ, ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ ყველა ეროვნულ კანონს დაუჭერს მხარს და იქნები მისი ინიციატორი პარლამენტში.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


