პოლიტიკა
ემზარ კვიციანი კანონმდებლობაში ცნების “ეთნიკური ქართველი“ შემოღების ინიციატივით გამოდის
პარლამენტის ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრი ემზარ კვიციანი კანონმდებლობაში ცნების “ეთნიკური ქართველი“ შემოღების ინიციატივით გამოდის.
დეპუტატმა პარლამენტს “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, კანონში ტერმინი - “ეთნიკური ქართველი“ განისაზღვრება.
კანონპროექტის თანახმად, ეთნიკური ქართველი ის პირია, რომელიც ქართულ გვარს ატარებს და თავს ქართველად მიიჩნევს.
ამავე ცვლილებებით, იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) და ის 10-წლიანი ვადით იცვლება.
ამასთან, კანონში ცვლილებების შეტანის მიზნად ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივება სახელდება.
“კანონპროექტის მიღების მიზეზია ქვეყანაში არსებული რთული დემოგრაფიული ვითარება. ამ მხრივ სამომავლო პროგნოზი კიდევ უფრო მძიმეა, გაერო-ს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. სიტუაციის გამოსასწორებლად, შობადობის გაზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია იმ მრავალი ჩვენი თანამემამულის სამშობლოსთან დაკავშირება და მათი დაბრუნება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს როგორც კაცობრიობის ერთ–ერთ ნაწილს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები უმცირესობად არ ვიქცეთ. ბოლო 25 წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზთა გამო 2 მილიონამდე ჩვენმა თანამემამულემ სამშობლო დატოვა. მათმა უმრავლესობამ სხვა ქვეყნების მოქალაქეობა მიიღეს. გარდა ამისა, საინგილოში, ფერეიდანსა და თურქეთის ტერიტორიაზე მრავლად ცხოვრობენ ეთნიკურად ქართველები. ყველა ქართველს აქვს უფლება გახდეს საქართველოს მოქალაქე. მათი სამშობლოში დაბრუნება, დღევანდელი დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


