სამართალი
ელისო კილაძე სახალხო დამცველს ,,ქრონიკა პლუსის’’ წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაში ადანაშაულებს
ჟურნალისტი ელისო კილაძე ომბუდსმენს ,,ქრონიკა პლუსის’’ წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხელისუფლება სახალხო დამცველს მისი გაზეთის წინააღმდეგ იყენებს.
შესაბამისი განცხადება ,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორმა მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც მის მიერ გასულ წელს პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე ჩვენება მისცა.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში ის დღეს დაიბარეს, სწორედ უჩა ნანუაშვილის მიმართვის საფუძველზე.
კილაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა პროკურატურას მიმართა, რომ ელისო კილაძემ ე.წ. ცოცხების კადრების გასაჯაროებით ერთ-ერთი პატიმრის პატივი და ღირსება შელახა, ხოლო ამ პატიმარმა სახალხო დამცველს მიმართა, რათა მას რეაგირება მოეხდინა.
„გამაცნეს სახალხო დამცველის მიმართვა, რომელიც ითხოვს ჩემს დასჯას იმის გამო, რომ მოიძებნა ვიდეოში ასახული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დასცინიან თუ აწამებენ. ამ ადამიანმა განცხადებით მიმართა რატომღაც სახალხო დამცველს. გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველიც არის ერთ-ერთი ორგანო, მე მინდა განვუმარტო მას კანონი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი: პირი, რომელსაც მიადგა მათ შორის მორალური ზიანი, მიდის სასამართლოში, როგორც წესი. უჩა ნანუაშვილი არის არა სახალხო დამცველი, არამედ ხელისუფლების გაგრძელება. ის პირდაპირ არის ჩართული დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ დევნის საქმეში. ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კამპანია ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ, რომელსაც სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მეშვეობით ახორციელებს,“- განაცხადა ელისო კილაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


