სამართალი
ელისო კილაძე პოლიციელებს მთავარ პროკურატურაში უჩივის
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ მთავარ პროკურატურას პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს, როდესაც რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციის დროს შეკრებილებს საწვიმარი კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, მოგვიანებით კი ეს კარავი პოლიციელებმა წაიღეს.
კილაძემ აღნიშნა, რომ ეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის ხელის შეშლა იყო, რასაც საგამოძიებო უწყების მხრიდან რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„სახალხო დამცველმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. ისიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი იყო უკანონო. ველოდები ძალიან მყისიერ რეაქციას მთავარი პროკურორის მხრიდან“, -თქვა კილაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


