პოლიტიკა
ელისო კილაძე ,,ომეგა ჯგუფსა“ და ,,ბრითინ ამერიქან თობაქოს“ სასამართლო დავაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინტერესებზე საუბრობს
ჟურნალისტი ელისო კილაძე ,,ომეგა ჯგუფსა“ და ,,ბრითინ ამერიქან თობაქოს“ სასამართლო დავაში პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინტერესებზე საუბრობს.
ტელეკომპანია ,,იბერიას“ ეთერში მან ის დოკუმენტაცია მიიტანა, რომელიც მისი თქმით, ,,ბრითინ ამერიქან თობაქოს“ დისტრუბუტორი კომპანიის მფლობელისა და გიორგი კვირიკაშვილის ბიზნეს პატრნიორობას ადასტურებს.
,,ომეგა ჯგუფი“ ვისაც უჩიოდა დემპინგის გამო, ეს არის ,,ბრითიშ ამერიქან თობაქო“, მისი დისტრიბუტორი საქართველოში გახლავთ TR distribution-ი. ეს კომპანია გახლავთ სიგარეტის, კოკა-კოლას და ასე შემდეგ დისტრიბუტორი და მისი დამფუძნებელი, 70 %-იანი წილის მფლობელი იყო ბიზნესმენი თემურ ჭყონია, 30 % წილის მფლობელი კი იყო რაფიელ სურამელაშვილი. რაფიელ სურამელაშვილი გახლავთ გიორგი კვირიკაშვილის ბიზნესპარტნიორი.
დოკუმენტი მოვიტანე დღეს, რომლის თანახმადაც, თავის დროზე გიორგი კვირიკაშვილი იყო 2004 წელს დაფუძნებული იმ კომპანიის დირექტორი, რომლის მეწილე გახლავთ რაფიელ სურამელაშვილი. კვირიკაშვილის ხელმოწერა აქვს ამ დოკუმენტის ასლს, რომელიც წესით საჯარო რეესტრშიც უნდა იყოს დაცული. ეს კომპანია დღეის მდგომარეობით გაუქმებული არ არის. ეს არის მოქმედი კომპანია, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილს გამორჩა, რომ დეკლარაციაში ეს კომპანია უნდა შეეტანა. ეს არის ,,იბერ კონსალნტინგი“, დოკუმენტია ეს და ახლავს გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერა", - განაცხადა ელისო კილაძემ.
ჟურნალისტმა ის პროცესებიც გაიხსენა, რომლის შედეგადაც, თემურ ჭყონიამ თავისი წილი რაფიელ სურამელაშვილს გადასცა.
ელისო კილაძის თქმით, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ 2016 წელს, გაზაფხულზე გააკეთა განცხადება, რომ ,,ბრითიშ ამერიქან თობაქოსთან“ ერთად ნატახტარში 10 მილიონი ევროს ინვესტიციას და თამბაქოს ქარხნის აშენებას გეგმავდა.
თუმცა, სრულად მოულოდნელად ჭყონია უარს ამბობს ყველაფერზე და თავის 70%-იანი წილს 30%-იანი წილის მფლობელ რაფიელ სურამელაშვილს 200 000 ლარად უთმობს.
,,რაფიელ სურამელაშვილი ოფიციალურად დოკუმენტებით არის პრემიერ კვირიკაშვილის ბიზნეს პარტნიორი და არაოფიციალურად კვირიკაშვილის კასირი, რადგან ის აკონტროლებს ყველა ბიზნეს სფეროს, რაც საქართველოში დღეს არის.
ამ ,,წილის ახევის" ოპერაციის დასრულებიდან 2 კვირაში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დავა მოგებული ჰქონდა ,,ომეგა ჯგუფს" და ქართულმა კომპანიამ ვეღარ მიიღო ის კომპენსაცია, რომელიც პირველმა ინსტანციამ მიაკუთვნა", - განაცხადა ელისო კილაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


