სამართალი
ელისო კილაძე ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი, ელისო კილაძე ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს.
როგორც კილაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას უცნობმა პირმა რედაქციაში ვიდეომასალა მიუტანა, რომელზეც ერთი წლის წინ ლაშა ვაშაკიძის დაკავებაა ასახული.
„ჩემთვის უცნობმა პირმა გადმომცა დისკი და მითხრა, რომ მასზე ასახულია ჩადების ფაქტი და როდესაც ვკითხე, ვინაობა იცის თუ არა, ვის უდებენ ნარკოტიკს ან იარაღს, მან მითხრა, რომ ვინაობა არ იცის. ეს ფირი სრულად ავტვირთე ფეისბუქის გვერდზე, დამიკავშირდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, მან მითხრა, რომ ვიდეოფირზე არის მისი მეუღლე, ლაშა ვაშაკიძე, მას ნამდვილად ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება და იარაღი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.
პრესკონფერენცია ჟურნალისტმა დღეს ლაშა ვაშაკიძის ადვოკატთან, გაგი მოსიაშვილთან ერთად გამართა.
„ამ ვიდეო ჩანაწერში, რეალურად, აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა სისხლის სამართლის ოფიციალურ საქმესთან მიმართებაში. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა სამართლებრივი რეაგირება განვახორციელოთ და დავიცვათ ლაშა ვაშაკიძის კანონიერი ინტერესები,“ - განაცხადა ადვოკატმა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


