სამართალი
ელისო კილაძე ნარკომანიასთან ბრძოლის მთავარი სამმართველო უფროსს: თმის ღერით როდის ჩაიტარებ ნარკოტესტირებას ?
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ხარშილაძის საქმეზე ნარკომანიასთან ბრძოლის მთავარი სამმართველო უფროსი, რამაზ თარაშვილი დაიკითხა.
დარბაზიდან გამოსულ მოწმეს ბრალდებულის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე დახვდა და მას რამდენიმე კითხვით მიმართა.
კილაძე დაინტერესდა, როდის ჩაიტარებს ნარკოტესტირებას თარაშვილი, ვინ დაარქვა მას "შტანგა" , რომელი ნარკორეალიზატორი დააკავეს ბოლოს და რამდენი გადაუხადა თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნისთვის.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კილაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.
,,ეს არის ნარკომანიასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი. ჩემი ინფორმაციით ის არის ნარკოტიკების მომხმარებელი. თმის ღერით როდის ჩაიტარებს ნარკოტესტირებას ?
ნამეცადინები კი იყო და სამი პროკურორი ეხმარებოდა, მაგრამ სისულელეები ილაპარაკა. ვერც ის გაიხსენა ვინ დაწერა პატაკი და ვერც ის, რომელ ქუჩაზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი !’’ - წერს კილაძე ვიდეოსთვის თანდართულ ტექსტში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


