უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 იანვარი, 2017 13:00
font-size

ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ დღეს მას ბრალი წაუყენონ

,,ქრონიკა პლუსის’’ რედაქტორი ელისო კილაძე მის მიერ გასულ წელს პატიმართა წამების ამსახველი კადრების სრული ვერსიის გამოქვეყნების საკითხზე მთავარ პროკურატურას ჩვენებას აძლევს.

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ელისო კილაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ისინი კითხულობენ კანონის მხოლოდ მეორე მუხლს, სადაც ლაპარაკია განსაკუთრებულ შემთხვევებზე, მაგრამ არ კითხულობენ და არ აქვთ წაკითხული ამავე კანონის 45-ე მუხლი, სადაც მკაფიოდ წერია, ყველაფერი რომ დამერღვია, რაც ამ კანონში მუხლებია ჩამოთვლილი, მე მეკუთვნის მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება. თუ მიდიან ,,ქრონიკა პლუსის’’ დახურვაზე, ესეც არის ერთი ამბავი და გამოჩნდება დღეს, მკაფიოდ მეტყვიან, თუ მედავებიან იმას, რომ ეს კანონი დავარღვიე. ამ კანონის დარღვევა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ვერცერთ შემთხვევაში ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ მას დღეს ბრალიც წარედგინოს.

„ამ პროკურატურის პირობებში, რომელიც არის პოლიტიკური პროკურატურა და პოლიტიკური დამკვეთების პროკურატურა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს,“- აღნიშნა კილაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი