პოლიტიკა
ელისაშვილი თბილისის ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს
თბილისის მერობის უპარტიო კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისის ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
ელისაშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე კერძო კომპანიის ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთის უკანონო შემოღობვას და გამოყენებას.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ტერიტორია ერთი წლის წინ, კომპანია „შპს 2016“-მა თვითნებურად, ყოველგვარი საიჯარო ხელშეკრულებებისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდის გარეშე მიისაკუთრა და ადგილზე სასაწყობო მეურნეობას აწარმოებს.
როგორც ელისაშვილი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან, ამ დრომდე საკითხით არც თბილისის ზედამხედველობის სამსახური და არც გამწვანების სამსახურის თანამშრომლები დაინტერესებულან.
ელისაშვილი თბილისის მერიის ზედამხედველობისა და გამწვანების სამსახურების მაღალჩინოსნებს ამ კომპანიის მფარველობაში ადანაშაულებს.
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ინფორმაციით, კომპანია „შპს 2016" გასული წლის აგვისტოში მას შემდეგ შეიქმნა, რაც თბილისის მერიამ გამწვანების ოთხი ტენდერი გამოაცხადა.
როგორც ელისაშვილი ამბობს, ტენდერის გამოცხადებიდან ექვს დღეში დარეგისტრირებულმა კომპანიამ ოთხივე ტენდერი მოიგო. მათ მიერ დარგული 40 ათასი ხიდან, როგორც ელისაშვილი ამბობს, 10 ათასამდე გამხმარია, თუმცა მათი ჩანაცვლება ამ დრომდე არ მომხდარა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


