სამართალი
ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, რამაზ და დავით ადუაშვილები ნავიდან ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობდნენ.
მათ მოპოვებული ჰქონდათ 43 კგ. ხრამულის სახეობის თევზი. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2580 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ და დაილუქა უკანონოდ მოპოვებული თევზი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


