პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი წარწერით “არა მედიაზე შტურმს” გააკრა
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საკანონმდებლოს ორგანოს სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით “არა მედიაზე შტურმს” გააკრა.
უმცირესობის დეპუტატს მანდატურები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ბანერის გაკვრა მან მაინც შეძლო.
ხოშტარიას თქმით, ბანერით ის სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც მედიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით წინააღმდეგობას გამოხატავს.
„პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც საზოგადოების საზრუნავი უნდა გავაჟღეროთ. ეს არის პროტესტის ფორმა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „რუსთავი 2“-ში, მაგრამ პარლამენტი დღეს გადაიქცა ნოტარიუსად, სადაც მხოლოდ პროცედურებზე საუბრობენ, სადაც რეალური დებატები რეალურ პროლემებზე არ არის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


