პოლიტიკა
ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვითხოვთ, რომ არის ძალადობის ფაქტი, კონკრეტულ მაღალჩინოსანზე არის ზეწოლა და მოხდეს გამოძიება - ომბუდსმენი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, კლუბ ელ ცენტროში აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე ობიექტური გამოძიება არ მიმდინარეობს.
„რეალურად, როცა არ ხდება გამოძიება, სწორედ ეს არის პრობლემა. მთელი თვის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვიმეორებთ, რომ ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო. დღემდე ბევრ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული და ეს პრობლემაა ამ სახელმწიფოში”, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენმა მოითხოვა, გამოიძიოს კონკრეტულ მაღალჩინოსანზე ძალადობის ფაქტი.
„ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვითხოვთ, რომ არის ძალადობის ფაქტი, კონკრეტულ მაღალჩინოსანზე არის ზეწოლა და მოხდეს გამოძიება“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ აუდიტის სამსხურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდიას მტკიცებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


