პოლიტიკა
ეკონომიკის სამინისტროში ლიბერტარიანიზმის ერთგვარი სული კვლავ ტრიალებს - თენგიზ შერგელაშვილი
„შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს მუდმივად წინააღმდეგობა ჰქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან.
როგორც მან აღნიშნა პირველი არხის გადაცემაში - „კვირის ინტერვიუ“, „ეკონომიკის სამინისტროში ლიბერტარიანიზმის ერთგვარი სული კვლავ ტრიალებს“.
„ჩვენი ეკონომიკა როგორ უნდა განვითარდეს, ამის სრულყოფილი სისტემური ხედვა არ არსებობს. ამის მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში არაკომპეტენტურობაა, ზოგ შემთხვევაში კი მენტალურ–მსოფლმხედველობრივი საკითხი“, – განაცხადა შერგელაშვილმა.
შერგელაშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების დაფინანსებასთან დაკავშირებით შარშანწინ არსებობდა კანონპროექტი, რომლითაც მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდები უნდა შერწყმულიყო. შედეგად ჩამოყალიბდებოდა კარგი ფინანსური ინსტრუმენტი, რაც გრანტსა და სესხს დააბალანსებდა, მაგრამ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო პროცესი გაიყინა.
მან დაამატა, რომ 2013 წელს სხვადასხვა სამინისტრომ რეფორმებზე ფიქრი დაიწყო, მაგრამ თანდათანობით, მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართულებით, ეკონომიკური პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს დაუბრუნდა, როცა ეკონომიკა, აღქმული იყო არა როგორც სისტემა, არამედ როგორც ცალკეული პროექტების ერთობლიობა.
„შენების მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „შენების მოძრაობას“ საკუთარი კანდიდატი ეყოლება, რომლის ვინაობასაც შესაბამის დროს დაასახელებს.
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


