პოლიტიკა
ეკა მიშველაძე - ლარის კურსზე: პრეზიდენტი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი პრემიერსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ენდობა.
,,საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს პრემიერ-მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება’’- განაცხადა ეკა მიშველაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის პრესსპიკერი ასევე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას მთავრობის ეკონომიკური გუნდის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.
„ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლებას ეკისრება. მისასალმებელია ოპოზიციის აქტიურობა და ზოგადად, ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობა ამ პროცესში. ამ პროცესის ღიაობა ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო იმ კუთხით, რომ რამენაირად არსებული ვითარებიდან გამოსვლა მოხდეს, არამედ თუნდაც ეკონომიკური მოლოდინების დასტაბილურების თვალსაზრისითაც,“ - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


