სამართალი
ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღების გამო პროკურატურას მიმართა
არასამთავრობო ორგანიზაცია „სერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა მუქარის შემცველი შეტყობინების მიღების გამო პროკურატურას მიმართა.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, 13 ოქტომბერს გიგაურის მისამართით აგრესიული შეტყობინება გაიგზავნა, რომელიც, ბილწსიტყვაობასთან ერთად, პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა.
„ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ მოიხსენია", — წერია განცხადებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“ სოციალურ ქსელში მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გახშირება თანამდებობის პირების კომენტარებს დაუკავშირა. ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ ბოლო კვირებში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყო.
„რეპუტაციის შემლახავი ამგვარი შეტევები წლებია ხორციელდება და ჩვენი დაკვირვებით, აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი) ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


