პოლიტიკა
ეკა ბესელიას ინიციატივით, საქართველოში კანაფის კულტივაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში კანაფის კულტივაციის საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
დეპუტატის განმარტებით, საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ როგორც დეპუტატები, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები და ექსპერტები.
ბესელიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი იმუშავებს, რათა საზოგადოებაში არცერთი ღია კითხვა არ დარჩეს.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა.
მისი განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს.
კობახიძის თქმით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა საჩქარო არ არის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


