პოლიტიკა
ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის ნაწილში შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და რამდენიმე საკითხს აზუსტებენ.
ბესელიას განმარტებით, დიდი ხანია მიმდინარეობს რეფორმის მეოთხე ეტაპზე მუშაობა და კონსენსუსის მიღწევა კარგი შედეგი იქნება.
„დღევანდელ შეხვედრაზე შეგვიძლია, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე საბოლოოდ შევჯერდეთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეს არის იუსტიციის საბჭოს სკოლისა და ინსპექტორის საკითხი, ანუ, პროცედურული საკითხები. პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებების სახით რაც მივიღეთ, სამუშაო ჯგუფს გადმოეგზავნება და გადაწყვეტილების მიღება ერთიანად მოხდება“, -თქვა დეპუტატმა.
სამუშაო ჯგუფი სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე მსჯელობს. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


