უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 მარტი, 2019 17:48
font-size

ეკა ბესელია პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებსა და მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად მომავალი კვირიდან პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

დეპუტატის განმარტებით, საკონსტიტუციო ინიციატივით მოსამართლეთა უვადოდ განწესება უნდა შეჩერდეს.

„ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს პარლამენტი რეალურად არის თუ არა მზად, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს შეეხმიანოს და განწყობას უპასუხოს, ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა უნდა დავიწყოთ, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას გულისხმობს. ეს გარანტიას შექმნის, რომ ვიდრე ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა არ დასრულდება და გარანტიები არ შეიქმნება, რომ ქვეყანას ნდობის მანდატით აღჭურვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეყოლება, მანამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. მინდა, დღეს ეს ინიციატივა გავახმოვანო. როგორც კი იურიდიულმა კომიტეტმა, მოსამართლეთა უვადოდ განწესების თაობაზე ჩვენი ინიციატივა ხელოვნური საბაბით ჩააგდო, მაშინვე ვთქვი, რომ შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციურ ცვლილებებზე მუშაობა იქნებოდა, რომელიც კონსტიტუციურ დონეზე მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ისეთი გადაწყვეტილების მიღებას გულისხმობს, რომელიც მართლაც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი მოსახლეობის განწყობას“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის მიერ წარდგენილი ინიციატივით, მოსამართლეთა უვადოდ განწესება შეჩერდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა შემადგენლობის შეცვლამდე, რასაც დეპუტატი მათდამი საზოგადოების მხრიდან არსებული უნდობლობით ხსნის. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, კერძოდ კი ცვლილება კონსტიტუციის 61-ე მუხლს შეეხება, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესს არეგულირებს და 63-ე მუხლს, რომელიც საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადოდ განწესების წესს ეხება. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი, საკონსტიტუციო ცვლილებას, პარლამენტის სიითი შემადგენლობის 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, რის გამოც მმართველი პარტიის უკვე ყოფილი წევრი, მომავალი კვირიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს გამართავს, ხოლო ინიციატივის დაზღვევის მიზნით, პარალელურ რეჟიმში მოქალაქეთა ხელმოწერებს შეაგროვებს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი