პოლიტიკა
ეკა ბესელია პარიზში მიემგზავრება
ხვალ, 7 მარტს, პარიზში ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია.
სხდომა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ანგარიშის პროექტებს განიხილავს და რეზოლუციის პროექტებს მიიღებს, მათ შორის ისეთ საკითხზე, როგორიცაა: „ინტერპოლის სისტემის ბოროტად გამოყენება: უფრო მკაცრი სამართლებრივი გარანტიების საჭიროება“ და „წამების პრევენციის კომიტეტის 25 წელი - საჭიროა მიღწევები და გაუმჯობესება“.
მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს მოსაზრებას მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ კონვენციაზე დამატებითი პროტოკოლის სამუშაო ვერსიაზე და მის განმარტებით ბარათზე.
კომიტეტი იმსჯელებს შარიათის სამართლის შეთავსებადობის საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ასევე, დანიშნავს მომხსენებლებს შემდეგ საკითხებზე: იურისტების პროფესიის შესახებ ევროპული კონვენციის პროექტის შემუშავება, საერთაშორისო რეგულაციების გაძლიერება წამებისა და სიკვდილით დასჯის დროს გამოყენებადი ნივთების ვაჭრობის წინააღმდეგ და უნარშეზღუდული მსჯავრდებულები ევროპაში.
ევროსაბჭოს საპრლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე გაიმართება დისკუსია რეზოლუციის „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო: მომავლის გზა, მიღწევები და გამოწვევები“ პროექტთან დაკავშირებით და წინასწარი მემორანდუმის განხილვა „ევროპული მულტინაციონალური სახელმწიფოების მართვის საკითხებზე დემოკრატიულ მიდგომებთან მიმართებაში“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


