პოლიტიკა
ეკა ბესელია - ოთარ კახიძეს : საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ (ვიდეო)
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ე.წ. მოსმენების კანონპროექტს განიხილავენ, უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი, ოთარ კახიძე და უმრავლესობის დეპუტატი, ეკა ბესელია შეეკამათნენ.
კახიძემ უმრავლესობა მოსმენების შესახებ კანონის მათივე ინტერესების გამოყენებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორად გამოყენება ხდება. აღნიშნულის საპასუხოდ, ბესელიამ მას წარსული პრაქტიკა შეახსენა და კახიძეს "საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი" უწოდა.
,,დიახ, შენც ხარ მაგ სისტემის ნაწილი და შეწყვიტე ლაპარაკი’’, - მიმართა ბესელიამ უმცირესობის წევრს.
კახიძემ თავის მხრივ, ბესელია ცილისმწამებლად მოიხსენია, რომელმაც "პოლიტიკური კარიერა ცილისწამებით გაიკეთა".
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


