უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 იანვარი, 2017 18:00
font-size

ეკა ბესელია - ნიკა გვარამიას ცემაზე: ვარ წინააღმდეგი, რომ მოხდეს პერსონალური შემთხვევების იმ მასშტაბში აყვანა, რომ ადამიანების დემონიზება მოხდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, 126-ე მუხლი, რომელიც ნიკა გვარამიას ცემისთვის რატი გაჩეჩილაძეს აქვს წარდგენილი, წინასწარ პატიმრობას არ ითვალისწინებს.

ამის შესახებ ბესელიამ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, ძალადობა არ არის კარგი, და არც არავის მხრიდან არის მოსაწონი ძალადობის გამოვლინება.

„მაგრამ, ასევე ვარ წინააღმდეგი, რომ მოხდეს პერსონალური შემთხვევების იმ მასშტაბში აყვანა, რომ ადამიანების დემონიზება მოხდეს. ამიტომ, საჭირო არის რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დავიცვათ“,-განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, მას არ გქონია იყოს სწორი, რომ გამოძიების საქმის გადაკვალიფიცირებას უკვეთავდეს ვინმე.

ბესელიას თქმით, 126 მუხლით, რომელიც რატი გაჩეჩილაძეს აქვს წარდგენილი, წინასწარი პატიმრობა არ ხდება.

„შეკვეთები, თუ როგორი უნდა იყოს კვალიფიკაცია, არ მგონია სწორი. გამოძიება იმიტომ არის უფლებამოსილებით და პასუხისმგებლობით დატვირთული, რომ მან უნდა განსაზღვროს კვალიფიკაცია. რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, მე როგორც იურისტი გეუბნებით პირდაპირ და ნათლად, ამ მუხლზე წინასწარი პატიმრობის გამოყენება არ ხდება“,-აღნიშნა ბესელიამ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე, რატი გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

გამოძიება გაჩეჩილაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის დარღვევაში ედავება, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაზარებული მხრე კი, ამ მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი