პოლიტიკა
ეკა ბესელია მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს მოუწოდებს, ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ
“ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია მოქმედ და მომავალ პრეზიდენტებს მოუწოდებს, ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ.
როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საქმიანობა გამჭვირვალე იყოს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხარჯავს პრეზიდენტი ბიუჯეტის თანხებს. ზოგიერთი 8-მილიონიანი დარღვევის საქმეს ე.წ. პიჯაკების საქმედ რომ მოიხსენიებს, დოკუმენტებით, რომელიც აღარ არის საიდუმლო, თუმცა გრიფის “საიდუმლო“ მოხსნა გვიან მოხდა, ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაზე ბრალი აქვს წარდგენილი.
მნიშვნელოვანია, მოქმედმა პრეზიდენტმა და მომავალმა პრეზიდენტმა ხარჯები მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


