პოლიტიკა
ეკა ბესელია მმართველ გუნდში კრიზისის არსებობას უარყოფს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, მმართველ გუნდში არავითარი ორი ბანაკი და კრიზისი არ არის. ამის შესახებ მან უმრავლესობის შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
ბესელია კოლეგებს მოუწოდებს, მსგავსი საკითხები შიდა საუბრებით მოაგვარონ.
„არ მიმაჩნია, რომ იყოს კარგი სტანდარტი პირადი მიმოწერების, პირადი საუბრების, კერძო სივრცის საჯარო სივრცეში გადმოტანა. ეს აკრძალული გვაქვს კანონმდებლობით და აუცილებელია, ყველამ დაიცვას ეს სტანდარტი. ფორმულირება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი“ შეიძლება ყველაფერზე გამოიყენო, მაგრამ ეს არ ეხება საჯარო სივრცეს.
ბესელიას თქმით, საჯარო სივრცეში განსახილველი საკითხები აღარ არის და მას დიდი სურვილი აქვს ამ თემებზე სიუჟეტებიც და კომენტარებიც დასრულდეს.
„მე არ ვფიქრობ, რომ გუნდში კრიზისია, არ ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი მოცემულობა ან ისეთი ხდება რაიმე, რომ შეუძლებელია დიალოგითა და საუბრით გადაწყვეტა. ვისურვებ, ჩვენი ენერგია მივმართოთ იმ საქმეების მოგვარებაზე, რისთვისაც ხალხმა აგვირჩია და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


