სამართალი
ეკა ბესელია მისი ადვოკატობის დროინდელ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეორტიორების საქმის განხილვის დროს, პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ დეპუტატ ეკა ბესელიას და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით ჩხატარაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორის განმარტებით, 2011 წელს, ეკა ბესელია ერთ-ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატი იყო, თუმცა მაშინ ბრალდებულმა ბესელიას მიერ დაცვაზე უარი თქვა და სახაზინო ადვოკატი მოითხოვა.
დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება და თავად ფოტორეპორტიორები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ. პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის საფუძველზეც პროკურატრამ ახალი გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოები არიან და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იშუამდგომლა.
თავის მხრივ, ფოტორეპორტიორებმა ირაკლი და ნათია გედენიძეებმა, ზურაბ ქურციკიძემ და გია აბდალაძემ საქმის დაჩქარებული წესით განხილვა ითხოვეს და აღნიშნეს, რომ სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.
მომდევნო პროცესი 1 ივნისისთვის დაინიშნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


