უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მაისი, 2018 12:50
font-size

ეკა ბესელია ყველა დაინტერესებულ პირს სამოქალაქო კოდექსში და კულტურის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ღია განხილვაზე იწვევს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყველა დაინტერესებულ პირს სამოქალაქო კოდექსში და კულტურის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ღია განხილვაზე იწვევს.

ბესელიას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთებული ცალკეული კომენტარები და “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადება იყო სრულიად აცდენილი ამ ცვლილების არსს.

“გუშინ გავრცელდა რამდენიმე კომენტარი და განცხადება, რომელიც ეხება ინიცირებულ პროექტს - კონსტიტუციის ცვლილებიდან გამომდინარე ჰარმონიზაციის მიზნით სამოქალაქო კოდექსში და კულტურის შესახებ კანონში.

სამწუხაროდ, ეს ცალკეული კომენტარები და “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადება იყო სრულიად აცდენილი ამ ცვლილების არსს. ეს მოხდა განზრახ- საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით თუ იმის გამო რომ არ იქნა წაკითხული ინიცირებული პროექტი, მინდა ფართო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ კონსტიტუციის მე-20 მუხლით შემოქმედებითი დაცვის უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. შეზღუდვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება და არავის სხვის მიერ. ამ ცვლილებით კი ხდება ტექნიკური შესაბამისობა კონსტიტუციასთან კანონების, რითაც არათუ არ სუსტდება სტანდარტი პირიქით. ამ ცვლილების გარეშეც კონსტიტუციური პრინციპი იმოქმედებს. ამდენად, იმ ორგანიზაციებმა ვინც ეს ელემენტალური სამართლებრივი საკითხი იცის და ამის მიუხედავად ასეთ განცხადებებს აკეთებს, ეს ხდება ან განზრახ ან უბრალოდ არ აქვთ წაკითხული კანონპროექტი. ვიწვევ ყველა მათგანს ღია განხილვაზე, სადაც ნათლად გამოჩნდება ამ საკითხის მართებულობა“, - აცხადებს ეკა ბესელია.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი