პოლიტიკა
ეკა ბესელია იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ხელისუფლება და ოპოზიცია პოზიციებს შეაჯერებენ
პრემიერის განცხადება, რომელიც ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი, ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შინაარსის დემონსტრირებაა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მიმართვა აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის სულისკვეთებას.
„მე აქ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. პრემიერის განცხადება, რომელიც ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი, არის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის შინაარსის დემონსტრირება. ეს არის ის პოზიცია, რასაც ჩვენ მუდმივად გვიმეორებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აბსოლუტურად შესაძლებელია უმრავლესობის და უმცირესობის ერთ ტექსტზე შეჯერება.
მმართველი გუნდის წევრი იმედოვნებს, რომ კონსულტაციები პოზიციების შეჯერებით დასრულდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


