პოლიტიკა
ეკა ბესელია დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგანმ უხთარლისა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
ბესელიას თქმით, საქმესთან დაკავშირებით შედეგების დადება იმ ორგანოს უნდა მოთხოვონ, რომელსაც ეს ევალება. ის „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ პროცესში გადატანა, სამართლებრივ პროცესს აზიანებს.
„ასეთი საქმის პოლიტიკურ ორგანოში გადმოტანა, მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი იქნება. საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთი წუთითაც რომ წარმოვიდგინოთ, ამ საქმეზე, ამის შემდეგ, რა უნდა მოხდეს? პარლამენტმა დაკითხვები, კამერების ამოღება, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები რომ დაიწყოს, ეს პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი არ იქნება და თუ იქნება, ამ ყველაფერმა შეიძლება რაიმე სარგებელი მოიტანოს? – მგონი, არა. ამ პროცესს იმ ჭრილში ვუყურებ, რომ იმ ორგანოს, რომელსაც შედეგის დადება ევალება, ეს შედეგი როგორიც არ უნდა იყოს, მას მოვთხოვოთ და ეს ვალდებულება მას მივანდოთ“, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ორივე საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის მიზანშეწონილობაზე იმსჯელებს. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კომისიის შექმნას „ნაციონალური მოძრაობა“ , ხოლო მუხთარლის საქმეზე – „ევროპული საქართველო“ ითხოვს.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რეგლამენტის გათვალისწინებით, სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


