პოლიტიკა
ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ ზოგი წარმომადგენელი, პირდაპირ იწყებს საგამოძიებო კომისიის მუშაობის ჩაშლას - ელენე ხოშტარია
„ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს არ მიეცემა პროცესის ჩაშლის და დისკრედიტაციის შესაძლებლობა, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტარიამ, კომისიის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატი, მაშინ როდესაც შსს-ს წარმომადგენლები იჭედებიან პასუხებში, ცდილობენ კომისიის მუშაობის ჩაშლას, რათა ხელი დააფარონ შსს-ს წარმომადგენლებს.
„სამწუხაროდ, იმ მომენტში, როდესაც მთელი საზოგადოებისთვის ძალიან ნათლად ჩნდება, რომ შსს-ს წარმომადგენლებს არ აქვთ პასუხები კითხვებზე ან პირდაპირ საუბრობენ კანონდარღვევებზე, მაგალითად, დღეს როგორც გამოჩნდა - არასრულწლოვნების მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გამომწყვდევა, ასეთ მომენტებში ქალბატონი ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ ზოგი წარმომადგენელი, პირდაპირ იწყებს კომისიის მუშაობის ჩაშლას. ისინი ერევიან საუბარში, ცდილობენ რაღაც არარსებული პროცედურული საკითხების დაყენებას ორი მიზნით: პირველი ხელი დააფარონ შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც იჭედებიან პასუხის გაცემაში და მეორე - ზოგადად კომისია აქციონ პოლიტიკური კინკლაობის, თავდასხმების და პოლიტიკური პროცესის ნაწილად და არა სიმართლის დადგენის პროცესად. ეს ერთი მხრივ, ლოგიკურია, რადგან ცხადია, ეს ავლენს „ქართული ოცნების“ მოტივაციას, რომ მათ რეალურად არ უნდათ სიმართლის დადგენა. თუმცა პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ მათ არ მიეცემათ პროცესის ჩაშლის და დისკრედიტაციის საშუალება. ჩვენ ძალიან მშვიდად, ფაქტებზე დაფუძნებით, როგორც აქამდე, გავაგრძელებთ დაკითხვებს და აუცილებლად დავადგენთ სიმართლეს ყველა იმ ეპიზოდში, რომელიც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისათვის, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებს კითხავენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


