უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2019 15:50
font-size

ეკა ბესელია აპრიორი უშვებს იმას, რომ კანონპროექტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას - ანრი ოხანაშვილი

ეკა ბესელია აპრიორი უშვებს იმას, რომ კანონპროექტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ეს არის მისი პოზიცია. საკომიტეტო განხილვისას ეს პოზიცია გაჟღერდა, რომ მართალია, ჩვენ შესაძლოა კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი მივიღოთ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამაზე. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის და რისკის შემცველი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როცა ეკა ბესელია საუბრობდა, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის არ იზიარებს უვადოდ დანიშვნის პრინციპის კონსტიტუციურ არსს. თავის დროზე, ქალბატონი ეკა ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოახდინა ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელება და სწორედ მან დაუჭირა მხარი იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო და ეს არის სწორი.

სასამართლომ დაადგინა მიდგომა, რომ მოსამართლეს, რომელსაც აქვს 10-წლიანი დამსახურება და მან იმსახურა 10-წლიანი ვადით, ამ შემთხვევაში აქვს ლეგიტიმური უფლება, გამწესდეს უვადოდ. მე და ჩემს კოლეგებს არ გვახსოვს, რომ აღნიშნულ პრინციპზე ეკა ბესელიას, ან სხვა კოლეგებს დაესვათ კითხვა და ეთქვათ, რომ ეს იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო. რა შეიცვალა დღეს? ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური ნდობა კომიტეტის თავმჯდომარისადმი, როცა ის წარმოადგენს კომიტეტის პოზიციას, რომ იზიარებს ამა თუ იმ პრინციპს.

ჩემთვის გაუგებარია, თუკი თავის დროზე ქალბატონი ეკა გახლდათ ინიციატორი იმის, რომ აღსრულებულიყო აღნიშნული უვადოდ დანიშვნის პრინციპი, რამდენად სწორია პრინციპი, რომ ეს საკითხი დღეს მივანდოთ საკონსტიტუციოს სასამართლოს?! აქაც ეკა ბესელია აპრიორი უშვებს იმას, რომ კანონპროექტი შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას, ეს არის მისი პოზიცია. საკომიტეტო განხილვისას ეს პოზიცია გაჟღერდა, რომ მართალია, ჩვენ შესაძლოა კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი მივიღოთ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამაზე. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის და რისკის შემცველი. ეს არის არასწორი მიდგომა, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის იდეას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ინიციატივის თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე აწერენ ხელს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი