პოლიტიკა
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ალექსანდრიის რეგიონის გუბერნატორთან
ალექსანდრიაში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვისა და ალექსანდრიის რეგიონის გუბერნატორის რედა ფარაჰატის შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დროს ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველო-ეგვიპტის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების შემდგომი დაახლოების პერსპექტივებს.
ქართულმა მხარემ შეხვედრაზე წარმოადგინა ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით საელჩოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციის მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი რეგიონის ხელმძღვანელობის დახმარებით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან ურთიერთობის დამყარებაში შუამდგომლობის გზით.
რედა ფარაჰატმა ქართულ მხარეს აღუთქვა დახმარება რეგიონის ბიზნეს წრეებთან კავშირების დამყარებისა საქმეში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ალექსანდრიის გუბერნატორს გულთბილი მიღებისა და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობისთვის.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


