უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 დეკემბერი, 2016 15:55
font-size

ეფექტიანი კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა მხოლოდ შევარდნაძის დროს - მამუკა კაციტაძე

ქვეყნის მეთაურმა თავისთავი დაინახა საკონსტიტუციო კომისიაში, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტი არ უნდა ყოფილიყო კომისიის რიგითი წევრი.

„არ არის კარგი, რომ პრეზიდენტი ამ კომისიიდან არის გარიყული. პრეზიდენტს სურდა, რომ თანათავმჯდომარის სახით ჩართულიყო ამ კომისიაში, რაზეც უარი მიიღო. ეს თავისთავად გულისხმობდა, რომ პრეზიდენტს უარი უთხრეს”, – განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით. კომისიის გარეთ დატოვებული ორგანიზაციები საკონსტიტუციო თემასთან დაკავშირებით სხვა მექანიზმით ეცდებიან თანამონაწილეობას.
ამასთან, როგორც კაციტაძემ აღნიშნა, სერიოზული კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში არ მომხდარა 25 წლის მანძილზე.

„ახალი მემარჯვენეების“ წევრი ფიქრობს, რომ კონსტიტუციის რეფორმა საკმაოდ რთული გასატარებელია და ერთადერთი ვინც ეს შეძლო, ედუარდ შევარდნაძე იყო.

„ეფექტიანი კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა მხოლოდ შევარდნაძის დროს. 25 წლის მანძილზე კონსტიტუციას ხელი არ დადებია. მიხეილ სააკაშვილმაც ვერ შეძლო ეს. „ქართულმა ოცნებამ გამოხატა ნება, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს არაა მხოლოდ სახელმწიფო შტოებს შორის თანამშრომლობის საკითხი, ეს არის ყველაფერი ერთად, ესე იგი „ქართული ოცნება“ ცდილობს კონსტიტუციური რეფორმის გატარებას. კარგია, რომ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ ცუდია, რომ თანმიმდევრულად ვერ ახორციელებენ ამას,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი