პოლიტიკა
ედისონ რისერჩის ეგზიტპოლებით, ქუთაისში 52%-ით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იმარჯვებს
კვლევითი კომპანია „ედისონ რისერჩის“ საბოლოო ეგზიტპოლებით, ქუთაისის მერობის კანდიდატებს შორის 52%-ით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჩიღვარია, მეორე ადგილზე გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე 26%-ით. ამ შედეგებით მეორე ტურის გამართვის ალბათობა არ იკვეთება.
დანარჩენი მონაცემები პირველადი შედეგებისგან უცვლელი დარჩა:
დავით გოგისვანიძე (ევროპული საქართველო) - 8%
გოგი წულაია (დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველო) - 7%
გრიგოლ ბახტაძე (პატრიოტთა ალიანსი) - 3%
სამსონი გუგავა (ლეიბორისტული პარტია) -2%
ზვიადი ბაღდავაძე (ახალი საქართველო) – 1%
რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, აქ „ქართული ოცნება“ ლიდერობს 53%-ით, მეორე ადგილზეა ენმ 22%-ით. სამეულს ხურავს „ევროპული საქართველო“ 10%-ით. დემოკრატიულმა მოძრაობამ მხოლოდ 3% მიიღო.
„ედისონ რისერჩმა“ კველვა რუსთავი 2-ის დაკვეთით შეასრულა. ცდომილების ალბათობა 3%-მდე შეადგენს.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


