სამართალი
ედიშერ ქარჩავამ უარყოს გაკეთებული განცხადება და მორალური ზიანი 50 ათასი ლარით აანაზღაუროს - მიხიელ რამიშვილი
ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ქარჩავასგან ითხოვენ მის მიერ გაკეთებული განცხადების საჯარო უარყოფას და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას 50 ათასი ლარის ოდენობით.
„სარჩელი არის შეტანილი საპატრიარქოს იურისტის, ბატონ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ, რომელმაც ცილი დასწამა მამა გიორგის. განაცხადა გარკვეული მილიონების გათეთრებაზე კრიმინალურ ჯგუფთან ერთად. ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა. ჩვენ ვითხოვთ, რომ მან უარყოს ეს ყველაფერი და მორალური ზიანის გამო დაეკისროს 50 ათასი ლარის გადახდა“,-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


