უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ნოემბერი, 2025 19:10
font-size

eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა

31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიოსა და საქართველოს წამყვანი კომპანიების ლიდერებს დაეთმო სცენა. მათ 400-მდე სტუმარს ინდუსტრიის უახლესი ტრენდები და ინოვაციური მიდგომები გააცნეს.

ღონისძიებაზე საქართველოს ბანკის უფროსმა პროდაქტ ოუნერმა, ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა. მისი გამოსვლის მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ ცვლის ბანკი გადახდების კულტურას და როგორ უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესს, გადალახონ დროისა თუ საერთაშორისო ბაზრების ბარიერები.

“eCommerce Day Georgia უკვე მესამე წელია, მნიშვნელოვანი თანამშრომლობის სივრცეს ქმნის. ეს არის ადგილი, სადაც ინდუსტრიის მონაწილეები ერთმანეთს რეალურ გამოწვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს უზიარებენ. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, საქართველოს ბანკის ინოვაციურ მიდგომებზე მესაუბრა. დღეს ციფრული ინსტრუმენტებისადმი მოთხოვნა სწრაფად იზრდება — განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. ისინი ცდილობენ, საკუთარი პროდუქტი ონლაინ არხებში გაყიდონ და საზღვრებსაც გასცდნენ. საქართველოს ბანკში ჩვენ სწორედ ამ მიზნისთვის ვქმნით სრულ ეკოსისტემას — ერთ სივრცეს, სადაც მეწარმეს შეუძლია, ონლაინ რეგისტრაცია გაიაროს, სულ რამდენიმე წუთში გახდეს საქართველოს ბანკის მერჩანტი და სხვადასხვა სერვისითა და გადახდის მეთოდით ისარგებლოს”, - აცხადებს ანა შაქარიშვილი.

eCommerce Day Georgia 2025-ის მონაწილეები გლობალური ლიდერების - Amazon Web Services, Google Cloud, VISA, Amadeus და სხვა ბრენდების გამოცდილებას გაეცნენ. კონფერენციაზე დისკუსიები ხელოვნური ინტელექტის როლზე ელექტრონულ კომერციაში, ონლაინ სერვისების პლატფორმების განვითარებაზე, ლაივ და სოცმედია ელ.კომერციის სტრატეგიებზე და სხვა საკითხებზე გაიმართა.

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებდა, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი