უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ოქტომბერი, 2025 10:36
font-size

eCommerce Day Georgia 2025-ის სპიკერები ცნობილია - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

31 ოქტომბერს, თბილისში, “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ელექტრონული კომერციის შესახებ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – eCommerce Day Georgia 2025 გაიმართება, რომლის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია.

ღონისძიება უკვე მესამედ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდების წარმომადგენლებს აერთიანებს. იგი ელექტრონული კომერციის სფეროს შესახებ ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციების გაზიარების სივრცედ იქცა.

წლევანდელი კონფერენციის სპიკერების ნაწილი უკვე ცნობილია. აუდიტორიის წინაშე წარდგებიან ისეთი გლობალური და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან:

  • მატიას უნდურაგა – Amazon Web Services (AWS)-ის კორპორატიული ტექნოლოგი;
  • პაველ კრეიშა - Google Cloud -ის ქასთომერ ინჟინერი ჩეხეთში
  • ირმა პაპალეო – Amadeus-ის ვებგვერდებისა და ციფრული ოპერაციების ხელმძღვანელი.; IE Tech School-ის აკადემიური დირექტორი;
  • რობერტ მულე – Avianca-ს ციფრული ბიზნესის ვიცე-პრეზიდენტი;
  • არტემ კოლოსიუკი – Glovo-ს გენერალური მენეჯერი კავკასიაში;
  • კატო პეტრიაშვილი – Glovo-ს ბრენდებთან პარტნიორობის ხელმძღვანელი კავკასიაში;
  • ლუკა ხალაძე –Web Features; Web Hoster, დამფუძნებელი,;
  • ქეთევან ვაჩიბერიძე – Storera-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი,;
  • ანა შაქარაშვილი – საქართველოს ბანკის უფროსი პროდაქტ ოუნერი;
  • ევგენ ბილოდიდ– VISA-ს ციფრული გადაწყვეტილებების დირექტორი დსთ-ს რეგიონში;
  • ნიკა კოხოძე – თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი;
  • პაველ კრეისა – Google Cloud-ის სამომხმარებლო ინჟინერი პრაღაში;
  • ლაშა გოგუა – CityPay.io-ს აღმასრულებელი დირექტორი;
  • შოთა ნანობაშვილი – MELO Delivery-ის პროდუქტ არქიტექტორი და დამფუძნებელი;
  • აიზელ აფანდიზადა - Azintelecom-ის ბრენდ მარკეტინგის ხელმძღვანელი

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში ორი პანელური დისკუსია გაიმართება, რომლებშიც Coincasa-ს, Horsetours-ის, Hamo Concept-ის, Storera-ს, TASS Vision-ის, Mazeg-ის, Quissly-ის, Roas Pig-ის და ECAG-ის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის მთავარი თემები შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:

  • ხელოვნური ინტელექტი ელექტრონულ კომერციაში;
  • ონლაინ სერვისების პლატფორმები
  • ლაივ და სოც მედია იქომერსი

“ელექტრონული კომერცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებადი სფეროა, რომელიც ცვლის ბიზნესის წესებსა და მომხმარებელთა გამოცდილებას. მიხარია, რომ წელს "იქომერსის დღეზე" ისეთი საინტერესო სპიკერები გვეყოლებიან, რომელთა ხედვა და გამოცდილება ნამდვილად შთამაგონებელი იქნება ღონისძიების მონაწილეებისთვის ”,- აცხადებს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ჩვენ გვსურს, ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა იმ ცოდნაზე, რომელიც გლობალურ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის ტემპს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს eCommerce Day Georgia 2025-ს, რადგან ასეთი პლატფორმები ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკებს და მიიღოს ღირებული ინფორმაცია”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი

ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი