უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 მარტი, 2018 15:15
font-size

ე. წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტის განხილვის ფორმატის გამო ეკა ბესელიამ და უმრავლესობის წევრებმა იკამათეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ე. წ. ქურდული სამყაროსა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ შსს-ის საკანონმდებლო პროექტის განხილვის ფორმატი კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასა და უმრავლესობის ცალკეულ წევრებს შორის ცხარე კამათის მიზეზი გახდა.

კანონპროექტი მეორე მოსმენით გადის. დეპუტატებმა ვანო ზარდიაშვილმა და ანრი ოხანაშვილმა ამ განხილცის დახურულ ფორმატში ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ, რაზეც ბესელიამ უარი განაცხადა.

ზარდიაშვილის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დახურვის მიზანი არის მხოლოდ სამართლებრივი, რადგან არსებობს საკითხები, რაზეც კითხვას საჯარო ფორმატში ვერ დასვამს, რადგან ამით ”ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს ფორა მიეცემათ. ოხანაშვილი მას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ დეპუტატებს აქვთ შეკითხვები, რაზეც საუბარი მიზანშეწონილია, რომ მხოლოდ დახურულ ფორმატში წარიმართოს.

ბესელიამ თანაგუნდელებს უპასუხა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ცნობილი უნდა იყოს მოქალაქეებისთვის, კერძოდ, რა მუხლები მკაცრდება და რისთვის. მან აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის მიწოდებას პრევენციული დატვირთვაც აქვს.

საბოლოოდ სხდომის წამყვანის პოზიციის გათვალისწინებით, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა, ღია ფორმატში წარიმართა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო განხილვა დატოვეს ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა და გიორგი ხატიძემ.

ე. წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტის განხილვის ფორმატზე დავა პირველი მოსმენის დროსაც. მაშინაც მსჯელობა ღია ფორმატით წარიმართა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი