უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2022 11:27
font-size

ძვირფასო ფერმერებო, თქვენ, დაუღალავი შრომით, მიაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგებს და ეს შედეგები ასახულია კონკრეტულ რიცხვებში - ოთარ შამუგია

პირველ რიგში, ძვირფასო ფერმერებო, მინდა თქვენ მოგილოცოთ ეს დღე და შემდეგ ყველას, ვისაც აგრარული დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ფერმერის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

„ფერმერის დღის აღნიშვნა 2015 წლიდან დავიწყეთ; გვერდში ფერმერთა ასოციაცია გვიდგას, მათი უშუალო ჩართულობით, მათი ორგანიზებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. დილიდან, ჩვენი მეწარმეების და ფერმერების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გვქონდა „ექსპო ჯორჯიაში“; ახლა იმართება საღამო, სადაც დავაჯილდოებთ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულ ჩვენს წარმატებულ ფერმერებს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ ფაქტის, რომ ვაფასებთ მათ შრომას, რაც თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო ფერმერთა მხარდაჭერისთვის ახორციელებს.

„ჩვენ, ბოლო წლებია, გვაქვს სტაბილურად მნიშვნელოვანი ზრდა როგორც პირველადი, ისე გადამმუშავებელი წარმოების კუთხით, ზრდა გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლებში. ასე გავაგრძელებთ წელსაც და უკეთესი მაჩვენებლები გვექნება. რა თქმა უნდა, ეს შედეგები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, თუმცა პირველ რიგში ხართ თქვენ, თქვენი შრომა არის ფასდაუდებელი...

ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს იმისათვის, რომ ქართული აგროპროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი, ფერმერებმა აწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია და მეტად განვითარდეთ.

დღეს მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია სასურსათო უსაფრთხოება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე კონფერენციას დავესწარი, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან ერთად ვიმსჯელეთ ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ამ კუთხით დღეს არსებობს. დღეს ყველაზე მწვავედ დგას სურსათით მომარაგების საკითხი. მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი