პოლიტიკა
ძველი „ნაცმოძრაობის“ ნაწილების გაერთიანება გასაკვირი არაა - აკაკი ზოიძე
ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნაწილების გაერთიანება ჩემთვის არ არის გასაკვირი. - ასე ეხმიანება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ირაკლი ოქრუაშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრას.
„ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნაწილების გაერთიანება ჩემთვის არ არის გასკვირი. საერთო წარსულის გარდა, მათ აერთიანებთ ერთი უმთავრესი –ძალაუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვა და მისი მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ისინი აბსოლუტურად ყველაფერს გაწირავენ – ფასეულობებს, ღირსებას, სინდისს და მით უმეტეს, ქვეყნის ბედს. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა – როგორც კი ძალაუფლების მოახლოების ან მოპოვების რაღაც მიზერულ შანსი დაინახეს, მაშინვე განსხვავებები გაქრა და ყველა ისევ მშობლიურ წიაღს დაუბრუნდა.
190 000-მა ადამიანმა მისცა „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს ხმა არჩევნებში და ამ ადამიანებმა დაინახეს, იქ არის უკვე ოქრუაშვილი, ბერძენიშვილი, ვაშაძე. ყველა, ვინც ამ გაერთიანებას უკვე მისცა ხმა, მხარს აღარ დაუჭერს – ვინც დაიჯერა რომ „ევროპულმა საქართველომ“ ბოდიში მოიხადა, გადასხვაფერდა. მათ მართლა შემოიყვანეს ახალი, შედარებით ნათელი სახეები თავის დროზე, რომლებსაც არ უწვალებიათ ადამიანები და არ მიუღიათ დანაშაულში მონაწილეობა, მაგრამ ყველაფერ ამას ხაზი გადაუსვა მათმა ნაბიჯმა. დღეს გიგი უგულავამ, ოთარ კახიძემ რაც უნდა წერონ, „წითელი ხაზებიო“, რეალურად, ეს ნიშნავს დაახლოებით იმავე ანალოგიას – მე ჰიტლერს მხარს ვუჭერ, მაგრამ ფაშისტებს და მუსოლინის არაო. დაახლოებით ასეთ რაღაცაზეა საუბარი, როდესაც ოქრუაშვილზე ამბობენ, რომ მას მხარს არ უჭერენ, მაგრამ მხარს უჭერენ ვაშაძეს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. აღნიშნულზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


