უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2018 12:45
font-size

ძლიერი თვითმმართველობაა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძი - კახა კალაძე

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთხელ უკვე გატარდა ძირეული რეფორმა და ახლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ამ რეფორმის შედეგების გამყარება, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფაა, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში „თვითმმართველობის რეფორმის“ პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, ყოველდღიურ საქმიანობაში ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობას ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს.

„სწორედ ძლიერი თვითმმართველობაა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძი. სწორედ ამ მიდგომით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთხელ უკვე გატარდა ძირეული რეფორმა და ახლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ამ რეფორმის შედეგების გამყარება, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ თვითმმართველობის განვითარების ახალ ხედვას, რომელსაც მომდევნო წლებში ჩვენი საქმიანობა დაეფუძნება. ამის მიუხედავად, ვფიქრობ არცერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა – ცენტრალური ხელისუფლება, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში.

“აუცილებელია ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიის მიზანია, მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის რეფორმაში.

“ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო სიახლოვე იყოს მოსახლეობასთან. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ ადამიანებს, ჩაერთონ რეგიონების ქალაქების განვითარებაში ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც არის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი