პოლიტიკა
ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნება
ძიუდოს ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც კულტურის სამინისტროს, სპორტის საპარლამენტო კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წევრები გაერთიანდებიან. ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
„შევთანხმდით, რომ ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს მხრიდან ვიქნები მე და ჩემი მოადგილეები, აგრეთვე მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სპორტის კომიტეტისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. იმ კომპეტენციიდან და პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ ინსტიტუციებს აქვთ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უახლოეს დღეებში მოხდება ამ საკითხების შესწავლა და შედეგებს, შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც კომისია მიიღებს, საზოგადოებას მივაწვდით. გადაწყვეტილებები მალე იქნება ცნობილი. სიტუაციის სიმწვავიდან გამომდინარე, ამ პროცესს არ გავაჭიანურებთ “, – განაცხადა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ დეტალურ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაციიდან გამოითხოვენ.
გიორგაძემ ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავოს სიტუაციის ესკალაციისგან.
„ჩვენ ვიქნებით მიუკერძოებლები, მკაცრები და თუ რაიმე საკითხი არასწორად იყო გაგებული ერთი ან მეორე მხარის მიერ, ყველაფერს ნათელი მოეფინება. მოვუწოდებ ყველას, რომ სიტუაციის ესკალაცია არ მოხდეს”, – განაცხადა გიორგაძემ.
ძიუდოს ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავიტ ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით სპორტსმენებმა ორშაბათს აქცია გამართეს.
უკმაყოფილება ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებულმა შედეგებმა გამოიწვიეს, როცა ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის სრული შემადგენლობა გადადგა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


