პოლიტიკა
ძირითადი დაზუსტებაა, რომ კომერციულ ბანკებს მიწის საკუთრებაში ქონის საშუალება ჰქონდეთ - ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებაზე გამოცხადებულ მორატორიუმში დაზუსტებების შეტანა იგეგმება. კერძოდ, ეს ეხება კომერციული ბანკებისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემას. მინისტრმა განმარტა, რომ ამ შესწორების შეტანა მიწის პოლიტიკას უფრო ეფექტურს გახდის.
„ძირითადად დაზუსტებაა იმ მორატორიუმში, რაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რათა ჩვენი პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით ქმედითი იყოს. საუბარია იმაზე, რომ კომერციულ ბანკებს მიწის საკუთრებაში ქონის საშუალება ჰქონდეთ. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ბანკებმა მოახერხონ მიწების გირაოთი აღება და თავიანთი ფუნქციების სრულყოფილად შესრულება. აქ საუბარია იმაზე, რომ ესენი არიან ქართული ინსტიტუციები, თუმცა იცით, რომ ჩვენი ბანკები არიან საერთაშორისო ბაზრებზე, მათი მფლობელობის სტრუქტურა არის საერთაშორისო, თუმცა ეს არის ქართული ინსტიტუციები. აქ საუბარია იმაზე, რომ მათ დროებით გამოიყენონ მიწა და ისევე როგორც სხვა პირებს, უჩნდებათ საშუალება, რომ მიწა გასხვისდეს ქართველ მოქალაქეებზე. ეს არის დაზუსტება იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ მიწის პოლიტიკა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილის განმარტებით, ცვლილება განაპირობა ინვესტიციებმა, რომლებსაც ბანკები დებენ სოფლის მეურნეობაში.
„ერთ რამეს ვიტყვი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდილია, დინამიკა არის ძალიან პოზიტიური და როცა ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ვგულისხმობთ იმას, რომ საჭიროა ინვესტიციები. საინვესტიციო წყარო დიდწილად არის საბანკო დაფინანსება. საბანკო ინსტიტუტის ურთიერთობა სასოფლო-სამეურნეო მიწასთან არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს საკითხები იყო დასაზუსტებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ცვლილებების მიღება“, - აღნიშნა მინისტრმა.
უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისებასა და შეძენაზე მორატორიუმი საგაზაფხულო სესიის ბოლოს ამოქმედდა. საშემოდგომო სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილავენ ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, ასევე მთავრობის მიერ განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებზე.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


