სამართალი
ძირითადად მოდიოდნენ ღამე და გვაიძულებდნენ აღიარებითი ჩვენება დაგვეწერა - ზურაბ ქურციკიძე
როცა მუხაძის კაბინეტში შევედი, არ ვიცოდი, რომ ის იყო ციხის უფროსი, მან პირადად გამოიჩინა ჩემი ნახვის ინიციატივა, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა, ფოტოგრაფმა ზურაბ ქურციკიძემ.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ქურციკიძემ დეტალურად გაიხსენა, თუ რა ხდებოდა „მოდულის“ შენობაში მისი დაკავების დროს.
„ძირითადად მოდიოდნენ ღამე და გვაიძულებდნენ აღიარებითი ჩვენება დაგვეწერა, ჩემზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა უშუალოდ დაკავების დღეს და შემდეგ ეს გრძელდებოდა მთელი პატიმრობის პერიოდში. ვგრძნობდი, რომ აღიარებითი ჩვენების გარეშე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვერ დავტოვებდი.
ალექსანდრე მუხაძესთან მქონდა ხანმოკლე შეხვედრა, მან დამპატიჟა თავის კაბინეტში, მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს მუხაძე იყო, მერე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსი, მკითხა თუ ჩაგიდენია ის, რასაც გაბრალებენ და საერთოდ თუ იცი რისთვის ხარ დაკავებულიო.
მოგვიანებით დავთანხმდი აღიარებით ჩვენებაზე, რადგან, გვემუქრებოდნენ. შემოვიდა გამომძიებელი, მომიტანა ჩანაწერი და მითხრა, რომ დამეზეპირებინა. ამ ტექსტში ეწერა, რომ მე საერთო მქონდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან“, – განაცხადა ზურაბ ქურციკიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


